ისრითი

ისრითი, სოფელი ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს თემში (იმერეთის რეგიონი), მდ. სულორის (რიონის ­მარცხ. შენაკადი) ­მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 300 მ, ვანიდან 6 კმ. 654 მცხ. (2014).

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII ს-ში. გვიანდ. ფეოდ. ხანაში ი. საჩინოში შედიოდა და ჩიჯავაძეთა ფეოდ. საგვარეულოს ეკუთვნოდა.

ი-ში დგას შუა ფეოდ. ხანის ვაზნარის წმ. გიორგის ერთ­ნავიანი ეკლესია. შემორჩენილია აგრეთვე ციხესიმაგრის ნანგრევები.

თ. ბერაძე