ისტორიული ანთროპოლოგია

ისტორიული ანთროპოლოგია, კაცობრიობის ისტორიის სოციოკულტურული შემეცნების ერთ-ერთი მიმართულება. გამო­ყენებითი მეცნიერება, ისტორი­ისთვის იძლევა ინფორმაციას, რ-იც არ მოიპოვება სხვა ისტ. წყა­რო­ე­ბით. ი. ა. არ შეიძლება გამოიყოს ანთროპოლოგიის რომელიმე ცალკე დარგის სახით. მისი საგანი და მიზანი არის ანთროპოლ. მონაცემების გამოყენება ისტ. მეცნიერების ინტერესიდან გამომდინარე – დაწყებული უძველესი დროიდან, დამთავრებული თანამედროვეობით.

ადამიანის ფიზ. ­აგებულების სა­ფუძველზე შესაძლებელია აზროვნების თავისებურების, მეტყველებისა და ქცევის, რასობრივი ერთობლიობების დინამიკა და დიფერენციაცია, უძველესი კოლექტივების დემოგრ. დახასიათება. მხოლოდ ანთროპოლ. მონაცემებითაა შესაძლებელი უძველესი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის, სიკვდილიანობის, რიცხოვნობისა და სხვა დემოგრ. პარამეტრების, ცხოვრების დონისა და წესის, მიგრაციის, ფიზიკური განვითარებისა და ა. შ. განსაზღვრა.

ანთროპოლ. მონაცემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენი­ჭება შემდეგი ზო­გა­დისტორიული პრობლემების გადაჭრაში: პირველყოფილი საზ-ბის პერიოდიზაცია, ადამიანის წინაპრების შრომითი და სო­ც. ცხოვრება, აზროვნებისა და მეტყველების განვითარება, ცივილიზაციის კერების ჩამოყალიბება; ბიოლ. და სოც. ფაქტორების როლის დადგენა კაცობრიობის ისტორიაში; მიგრაციის როლი კულტურის განვითარებასა და ხალხთა ჩამოყალიბებაში; თანამედროვე და უძველესი მოსახლეობის ნათესაობა და უწყვეტი განვითარება; ეთნოგენეზისის კვლევები და ა.შ.

ლიტ.: ჯ ო ხ ა ძ ე  გ., ისტორიული ანთროპოლოგია, თბ., 2009.

ლ. ბითაძე