ისტორიული ლექსი

ისტორიული ლექსი, ქართული ზეპირსიტყვიერების ჟანრი, ისტ. მოვლენებისა და მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ხალ­ხუ­რი ლექსი.

ი. ლ-ის ყველაზე ადრინდელი ნიმუშები ეძღვნება ვახტანგ გორგასალს და V–VI სს. თა­რიღ­დება. ცნობილია ლექსები კონსტანტინე არსაკიძის, თამარ მეფის, რუსუდან მეფის, ერე­კლე II-ისა და სხვათა შე­სა­ხებ. ასევე პოპულარულია ქართ. ხალხ. პოეზიაში ბახტრიონის აღების, ასპინძისა და კრწანისის ბრძოლების, 1804, 1812 სახალხო აჯანყებების, 1905–07 რევოლუციის თემატიკა და სხვ.

ი. ლ-ებში აისახა ქართვ. ერის ისტორია, მისი ბრძოლა დამპყრობლებთან, ასევე ქართველთა საგმირო საქმენი.

ლიტ.: სიხარულიძე ქ., ქართული ხალ­ხუ­რი საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949; ქართული ხალხუ­რი საისტორიო სიტყვიერება, ქ. სიხარულიძის გამოც., ტ. 1–3, თბ., 1961–67.