ისფაჰანლი იბრაჰიმ ჰუსეინ-ოღლუ

ისფაჰანლი იბრაჰიმ ჰუსეინ-ოღლუ (ნამდვ. გვარი – ჰუსეინზადე) (10. III. 1887, თბილისი, – 13. X. 1967, იქვე), აზერბაიჯანელი მსახიობი და რეჟისორი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1932).

ი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილ. სა­ხელმწ. აზერბაიჯანულ თეატრს. იყო მისი სამხა­ტვრო ­ხელმძღვანელი (1934–37). ი. ფართო დიაპაზონის მსახიობი იყო. შექმნილი აქვს როგორც ტრაგიკული, ასევე კომედიური მხატვრული სახეები. წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული როლები: ჰამლეტი, იაგო (უ. შექსპირის „ჰამლეტი", „ოტელო"), ხლესტაკო­ვი (ნ. გოგოლის „რევიზორი"), ანზორი (ს. შანშია­შვი­ლის „ანზორი") და სხვ.

ი-ს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა ქართვ. კოლეგებთან: ა. ხორავასთან, ს. შანშიაშვილთან, შ. დადიანთან და სხვებთან. მონაწილეობდა ქართვ. ავტორების პიესების სცენურ განხორციელებაში (ა. წერეთლის „კინტო", ს. შანშია­შვი­ლის „ანზორი" და სხვ.). ი-ს მოღვაწეობა განამტკიცებდა ორ ქვე­ყა­ნას შორის არსებულ კულტ. კავშირებს.

ლიტ.: შურადინ მამედლი, საქარ­თვე­ლოს სახალხო არტისტი იბრაჰიმ ისფაჰანლი, თბ., 1997.