იურიდიული განათლება, სახელმწიფოს, მმართველობისა და სამართლის შესახებ არსებული ცოდნის ერთობლიობა, რაც გვაძლევს პროფესიული იურიდიული საქმიანობის წარმოების საფუძველს. სამართალმცოდნეობის სპეციალისტთა მომზადების სისტემა. განათლების ერთ-ერთი უძველესი დარგი.
იურიდ. სასწავლებლები ჯერ კიდევ ძვ. რომში არსებობდა. შუა საუკუნეების ევროპის უნ-ტებში ერთ-ერთი პირველი ფაკ-ტი იყო იურიდიული, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბოლონიის უნ-ტი უმაღლესი იურიდ. სკოლის ბაზაზე შეიქმნა (1158). ევრ. -იურიდ. ფაკ-ტების შექმნა-გაფართოებას დიდად შეუწყო ხელი რომის სამართლის რეცეფციამ. სამართალი ისწავლებოდა აგრეთვე ძველ აკადემიებში (საქართველოში – გელათისა და იყალთოს აკადემიები).
მოსკოვის უნ-ტში (დაარსდა 1755) პირველ სამ ფაკ-ტს შორის (სამედიცინოსა და ფილოსოფიის ფაკ-ტებთან ერთად) იურიდ. ფაკ-ტიც იყო, რ-იც ერთ-ერთ სავალდებულო ფაკ-ტს წარმოადგენდა. გარდა ამისა, რუსეთში არსებობდა იურიდ. ლიცეუმები და სამართალმცოდნეობის სასწავლებლები. ი. გ. ჰქონდათ მიღებული ი. ჭავჭავაძეს, გ. რობაქიძეს, სანქტპეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე სწავლობდა აგრეთვე ვაჟა-ფშაველა და სხვ.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ი. გ-ის განვითარება განუყრელად არის დაკავშირებული თსუ-სთან, სადაც 1922 სოც.-ეკონ. ფაკ-ტზე შეიქმნა იურიდ. განყ-ბა. მის ბაზაზე 1930 ჩამოყალიბდა „საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტი". 1933 ეს ინ-ტი გადაკეთდა თსუ-ის ფაკ-ტად და საბჭ. სამართლის ფაკ-ტი დაერქვა, ხოლო 1936-იდან – იურიდ. ფაკ-ტი.
თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტზე, მისი დაარსებიდან დღემდე, გაშლილია შესაბამისი სასწავლო და სამეცნ. მუშაობა, აქ იზრდებიან ახალგაზრდა მეცნიერები. 1957-იდან საქართვ. მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში (ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტი – ახლანდ. თ. წერეთლის სახ. სახელმწიფოსა და სამართლის ინ-ტი) სამართლის განხრით დაიწყო მეცნიერული კვლევა და სამეცნ. კადრების აღზრდა.
ი. გ. საქართველოში უფრო მეტად პოპულარული გახდა საბჭ. იმპერიის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. გაიხსნა იურიდ. ფაკ-ტები საქართვ. სხვადასხვა უნ-ტებში (თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი და სხვ.). მრავალი ახალგაზრდა ი. გ-ს იღებს აგრეთვე საზღვარგარეთ.
ლიტ.: ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე ს., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაარსების 50 წლისთავისათვის, «საბჭოთა სამართალი», 1973, N4–5.
ს. ჯორბენაძე
ო. გამყრელიძე