იუსტინე I

იუსტინე I (Justinus) (2. II. 450 – 1. VIII. 527, კონსტანტინოპოლი), ბიზანტიის იმპერატორი (518–527).

ქართლის მეფე გურგენმა ფარული მოლაპარაკება გამართა ი. I-თან და მისი დახმარების იმედით აჯანყება მოაწყო ირანის წინააღმდეგ (იხ. გურგენის აჯანყება 523). კეისარი ქართლის მეფეს დაჰპირდა, რომ „რომაელები არასდროს სპარსელების ხელში არ ჩააგდებდნენ იბერებს", მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბიზანტიელთა დამხმარე რაზმი იმდენად მცი­რე აღმოჩნდა, რომ გურგენმა ბრძოლა ვეღარ გაუმართა ირანელებს.

ი. I-მა ეგრისში ჯა­რები შეიყვანა და მისი გამაგრება გადაწყვიტა. მან შორაპანსა და სკანდაში ეგრისელი მცველების ნაცვლად ბიზანტ. ჯარისკაცები ჩააყენა, მათი რჩენა კი ეგრისელებს დააკისრა. ბოლოს ამ სამსახურზე ეგრისელებმა უარი განაცხადეს. ბიზანტიელები იძულებულნი გახდნენ დაეცალათ სიმაგრეები, რ-ებიც ირანელებმა უომრად ჩაიგდეს ხელში. ამ დროს ეგრისელების მეფე გარდაიცვალა. და სამეფო ტახტზე ასასვლელად მისი მემკვიდრე, წათე I ემზადებოდა. ი. I დაეხმარა წათეს სამეფო ტახტის დაკავებაში.

წყარო: პროკოპ კესარიელი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერ­ლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1965; ტ. 5, თბ., 1963.

ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი  ვ., ბიზანტიური ცივილიზაცია, თბ., 2006; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.

ლ. მანიავა