იუსტინიანე I

იუსტინიანე I (Flavius Petrus Sabbatius Justinianus) დ ი დ ი [11. V. 482, ტაურეზიუმი (ზემო მაკედონია), – 14. XI. 565, კონსტანტინოპოლი], ბიზანტიის იმპერატორი 527–565, წმინდანი, წარმოშობით ილირიელი გლეხი.

გაზარდა ბიძამ – იმპ. იუსტინე I-მა, მიიღო ბრწყინვალე განათლება. გაატარა მრავალი რეფორმა. დაპყრობითი ომების შედეგად (533–555) ხმელთაშუა ­ზღვის აუზი მთლიანად ბიზანტიას დაუმორჩილა.

ი. I. თითქმის მთელი თავისი მმართველობის პერიოდში ებრძოდა სასანურ ირანს. ამ ომის ერთერთი ძირითადი ასპარეზი იყო სამხრ. კავკასია, კერძოდ, ეგრისის (ლაზიკის) სამეფო. სასანური ირანის შემოჭრის შიშით დაიწყო ეგრისის გამაგრება და მის ციხესიმაგრეებში (სკანდა, შორაპანი, ცხუმ-სებასტოპო­ლისი და პიტიუნტი) ბიზანტ. გარნიზონები ჩააყენა, პეტრაში (ახლანდ. ციხისძირი) დასვა თავისი სტრატეგოსი, რ-იც გარნიზონით და სათანადო უფლებებით აღჭურვა. პეტრას სიმაგრე ქა­ლაქად აქცია და უწოდა თავისი სახე­ლი. პირველად ბიზანტიის იმპერიას მან დაუმორჩილა ჭანეთი. აბაზგიაში (აფ­ხაზეთში) გაავრცელა ქრისტი­ანობა, აუშე­ნა მათ ეკლესია, დაუწესა მღვდელმსახუ­რება და ეგრისის ხე­ლი­სუფლე­ბის სა­პი­რის­პი­როდ იქ უშუ­ალო მმართვე­ლობა დაამყარა. ეგრისში სა­ფორ­ტიფიკაციო მშენებლობას ეწე­ოდა.

წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერ­ლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შესა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; წმიდანთა ცხოვრება, ტ. 4, თბ., 2003.

ნ. ლომოური