იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ს ი, სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო, რ-საც ეკისრება სასამართლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თვითრეგულირებისა და თვითკონტროლის ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების პასუხისმგებლობა.

ი. უ. ს. არის სა­ქართვ. კონსტიტუციის (მ. 86-1) საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა თავდაპირველად იგი ჩამოყალიბდა სა­ქართვ. პრეზიდენტის სათათბირო ორგანოდ.

საბჭოს მიზნები და ამოცანები განსაზღვრულია სა­ქართვ. კონსტიტუციითა და ორგ. კანონით საერთო სასამართლოების შე­სა­ხებ (მმ. 47–53).

საბჭო ხელმძღვანელობს თავისი რეგლამენტით, რ-საც თვითონვე ამტკიცებს; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა ­უზენა­ესი სასამართლოს წევრებისა), მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას, ორგანიზაციას უკეთებს მოსამართლეთა ­საკვალიფიკაციო გა­მოცდების ჩატარებას და განსაზღვრავს საგამოცდო კომისი­ის შემადგენლობას; შეარჩევს იუს­ტიციის უმაღლეს სკოლაში ჩა­სარიცხ კანდიდატებს; შეიმუ­შავებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშა­ო­ბის წესს, განი­ხილავს სასამართლო სტატისტიკის მასალებს; წყვეტს მოსამართლეთა მივლინებისა და წახალისების საკითხებს, განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობას, ახორციელებს მათი საქმიანობის პროფესიულ შეფასებასა და საგამოცდო ვადით დანიშნული მოსამართლეების მონიტორინგს. გარდა ამისა, შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

საბჭო შედგება 15 წევრისაგან. შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ მოსამართლეები, რ-ებიც არჩეული არიან თვითმმართველობის ორგანოს – საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. მათი შემადგენლობიდან კონფერენცია ირჩევს საბჭოს მდივანსაც. 5 წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს სა­ქართვ. პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს ნიშნავს სა­ქართვ. პრეზიდენტი. პარლამენტისა და პრეზიდენტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ი. უ. ს-ს დაკომპლექტებაში წარმოადგენს ხე­ლი­სუფლე­ბის განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემის ნაწილს და იმას ემსახურება, რომ სასამართლო არ გადაიქცეს დახშულ სივრცედ, კონტროლისაგან მოწყვეტილ ინსტიტუციად და საბჭოში ჯეროვნად იქნეს წარმოდგენილი საზ. ხედვა სასამართლოს პრობლემების და სამართ. სისტემის სრულყოფის საკითხზე.

ი. უ. ს-ს თავმჯდომარეობს საქართვ. უზენაესი სასამართლოს თავ-რე. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საბჭოს წევრობა შეუთავსებელია პოლიტ. საქმიანობასთან. მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგ., მოსამართლეთა დანიშვნა, გათავისუფლება და დისციპლინური სამართალწარმოება, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს 2/3-ის უმრავლესობით, დანარჩენ საკითხებზე კი – უბრალო უმრავლესობით.

მიუხედავად იმისა, რომ ი. უ. ს-ს სტრუქტურა, საქმიანობის წესი და ფუნქციები ძირითადად შეესაბამება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საყო­ველ­თაო პრინციპებს, მოსამართლეთა სტატუსის შე­სა­ხებ ევრ. ქარტიისა (1998) და „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და როლის შე­სა­ხებ" ევრ. საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის [No.R(94)12] მოთხოვნებს, საქართვ. იურიდ. წრეებში მომწიფებულია აზრი, რომ საჭიროა საბჭოს საქმიანობის ქმედითობის ამაღლება გამოყენებული პროცედურების ობიექტურობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების გზით.

ე. გოცირიძე