იუსუფ I ჯაყელი, ახალციხის ფაშა 1635–47. საფარ-ფაშას ძე. ქართ. წყაროებში იგი ათაბაგად ან ფაშა-ათაბაგად იხსენიება. XVII ს. 20–30-იან წლებში, როცა მესხეთი სპარსეთსა და ოსმალეთს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა, საფარ-ფაშა თურქ. ზონაში რჩებოდა ფაშად, ხოლო ი. I – ირანის ზონაში. ასე ინარჩუნებდნენ ისინი თავიანთ სამემკვიდრო უფლებას სამცხე-ჯავახეთში.
ლიტ.: ლ ო მ ს ა ძ ე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX ს. შუაწლებამდე), თბ., 1975.
შ. ლომსაძე