იუსუფ II ჯაყელი

იუსუფ II ჯაყელი, ახალციხის ფაშა 1680–90 ან 1703. იგი, წინაპართა მსგავსად, ოსმალურ ყა­იდაზე მართავდა ქვეყანას, ერე­ოდა იმერეთისა და ქართლის სამეფოს საქმეებში და სა­ქარ­თვე­ლოსთან და­კავშირებულ ყველა საქმეს „აგვარებდა" ოსმ. სულთნის კარზე. სულთან მეჰმედ IV-თან იმერეთის დიდებულებისა და ქართლის მეფის, გიორგი XI-ის შუამდგომლობის შემდეგ 1683 ი. II-მ იმერეთის ტახტზე ბაგრატ IV-ის ვაჟი ალექსანდრე IV დასვა. 1685 ი. II-მ ღალატით მოაკვლევინა ქაიხოსრო გურიელი და გურიელად მისი ძე, მამია დასვა.

ი. II-ის გარდაცვალების თარიღად ქართულ წყაროებში 1690 სახელდება, თურქულ ისტორიოგრაფიაში კი მითითებულია 1703.

წყარო: ეგნატაშვილი  ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშ­ტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბ ა ქ რ ა ძ ე  დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987; ჩ ო ჩ ი ე ვ ი  ვ., სამცხე-საათაბაგო მე-17 საუკუნის მეორე მეოთხედში, «თსუ შრომები», 1958, ტ. 6.

ც. აბულაძე