იუსუფ III ჯ ა ყ ე ლ ი, ახალციხის ფაშა 1737–44. ისაყ I-ის ძე. საფაშო ტახტზე ავიდა მამის სიცოცხლეშივე. ცდილობდა საქართველოს სამეფო-სამთავროებთან ბრძოლაში ჩაება დაღესტნელი ფეოდალები. 1744 დიდი ხაზინითა და ჯარით დაიძრა ახალციხიდან დაღესტანში ლეკთა ლაშქრის დასაქირავებლად. გზად, მდ. არაგვზე, ერეკლე II-მ სასტიკად დაამარცხა. უკუქცეული ი. III აწყურში გარდაიცვალა და ტახტს კვლავ მამამისი დაუბრუნდა.
ლიტ.: ლ ო მ ს ა ძ ე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX ს. შუაწლებამდე), თბ., 1975.
შ. ლომსაძე