იუსუფ IV ჯ ა ყ ე ლ ი, ახალციხის ფაშა 1796–97. სულთნის ყოფილი სერასკირი (მთავარსარდალი).
1796 სექტემბერში ახალციხის ფაშის თანამდებობა უსისხლოდ დაიკავა. ოპონენტების მიმართ შერიგების გონივრულ პოლიტიკას ატარებდა. მიმოწერა ჰქონდა ერეკლე II-თან და მას ოსმალეთის მფარველობაში შესვლის სანაცვლოდ მილიონი მანეთის სესხებას ჰპირდებოდა. 1797 აპრილში იგი საბუდ მაჰმად ფაშამ შეცვალა.
უ. ბლუაშვილი