იუფშარა, მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. გეგის მარცხ. შენაკადი. გამოედინება რიწის ტბიდან. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართ. 236 კმ². სათავიდან 0,5 კმ-ზე იკარგება გრუნტში და 2 კმ შემდეგ კვლავ გამოდის ზედაპირზე. მიედინება კანიონში. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლებით. წყალდიდობა იცის აპრილ-მაისში, იშვიათად – ზამთარშიც. საშ. ხარჯი სათავეში არის 7,6 მ³ /წმ. წყალი მუდამ სუფთაა.
ი-ის ხეობაში გადის რიწის ტბისკენ მიმავალი გზატკეცილი.
ი. აფხაზავა