იუხო

იუხი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ხადის­წყლის (მთიულეთის არაგვის ­მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1650 მ, დუშეთიდან 78 კმ.

2014 აღწერით მოსახლ. რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს.

სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, ფერდობზე, მდებარეობს IX–X სს. „ზურგიანი" კოშკი, რ-საც მოსახლეობა ირიაულების კოშკს უწოდებს. იგი შვიდსართულიანია და მთავარი ფასადით ხეობისკენაა მიმართული. ამ მხრიდან მას ეკვრის მოგვიანებით აგებული კუბის ფორმის შენობა.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.