დავითაძე მურმან იუსუფის ძე

დავითაძე მურმან იუსუფის ძე (დ. 1. IX. 1943, სოფ. ტბეთი, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის ბიოლ.-გეოგრაფიული ფაკ-ტი (1968). 1968–85 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, 1985–89 – ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სექტორის გამგედ.

1995–2006 იყო შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის უნ-ტის ბოტანიკის კათედრის გამგე, 2006-იდან არის ამავე უნ-ტის ბიოლ. დეპარტ. სრული პროფესორი.

დ-ის კვლევის საგანია აჭარის ადვენტურ მცენარეთა ფლორისტიკული და ბიომორფოლ. ანალიზი, ადაპტაციისა და განსახლების თავისებურებანი; სამხრ. კოლხეთის – აჭარის ბუნების ღირსშესანიშნაობის პოპულარიზაცია.

ი. ჯაფარიძე