იჯარეთი, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის გორგულის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1290 მ, ადიგენიდან 3 კმ, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 33 კმ. 262 მცხ. (2014).
სოფელში არის განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული სამონასტრო კომპლექსი, რ-შიც შედის ეკლესია, სამრეკლო და სხვა ნაგებობები.