იაძე ოლეგ გიორგის ძე

იაძე

იაძე ოლეგ გიორგის ძე (დ. 29. III. 1961, სოფ. მეტეხი, კასპის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი. ჭიდაობა სამბო. საქართვ. დამს. მწვრთნელი. ევროპის სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (2012). სსრკ ჩემპიონი სამბოში ჭაბუკებსა (1978) და ახალგაზრდებში (1979). საქართვ. ჭაბუკთა (1986–88), ახალგაზრდული (1988–91) და ეროვნული (1991–2012) ნაკრები გუნდების მთ. მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (1997).

დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზკულტ. ინ-ტის სპორტული ფაკ-ტი (1987). მისი აღზრდილები არიან: მსოფლიოს ჩემპიონები ბ. ჯანიაშვილი, მ. კურდღელაშვილი, ი. გამხიტაშვილი (საქართვ. სამბოს ფედერაციამ XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარა), მ. ჯანანაშვილი. საქართვ. სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი (2004-იდან). კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი (2012–13).

დაჯილდოებულია სამბოს საერთაშ. ფედერაციის ვერცხლის მედლით სამბოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ღირსების ორდენის კავალერი (1997).

თხზ.: მარადისობის ჭაბუკი: მოჭიდავე ივანე გამხიტაშვილი, თბ., 2000.