„იბერია რეფრეშმენტსი“ („PepsiCo Bottler in Georgia" – „პეპსი-კოლას ბოთლერი საქართველოში"), სააქციო საზოგადოება, გაზიანი და უალკოჰოლო სასმელების, მსოფლიო ბრენდის „პეპსიკოს" პროდუქტების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია. დაარსდა 2001 თბილისში. იგი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე ტიპის საწარმოა. 2004 ფრანჩაიზის (სასყიდლიანი) ხელშეკრულება გააფორმა საერთაშ. ამერ. კომპანია „პეპსიკოსთან" („პეპსის" სახელი სასმელს დაერქვა 1898 წ., კომპანია „Pepsi-Cola Company" დაარსდა 1902 აშშ-ში). კომპანია „პეპსიკოს" კონცენტრატებისა და ტექნოლ. გამოყენებით აწარმოებს ძლიერგაზირებულ უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელს „პეპსის" (იგივე „პეპსი-კოლა"). გარდა ამისა, „ი. რ." ამზადებს და დისტრიბუციას უწევს შემდეგ პროდუქტებს: „პეპსი ბრენდის" (Pepsi Brand), „აკვაფაინის წყლებს" (Aquafina Waters), „ლიპტონის ჩაის" (Lipton Teas). პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, ასევე გადის საექსპორტოდაც.