„იავნანა“

„იავნანა“, საერთაშორისო ფონდი

„იავნანა“, საერთაშორისო ფონდი. დააარსა პ. ბურჭულაძემ 2004 მოწოდებით – „ერთად გადავარჩინოთ მომავალი", რ-იც ით­ვა­ლისწინებდა ობოლი და მზრუნ­ველობამოკლებული ბავშვების დახმარებას, სოციალურად დაუცველი ოჯახების გამთლიანებას, ამ კატეგორიის ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას. სა­ქველმოქმედო საქმიანო­ბის ძირითად ნაწილს ფონდი ახორციელებს შემოწირულობებითა და საქველმოქმედო საღა­მოებიდან მიღებული შემოსავლებით. 2007 წ. 9 ოქტომბერს „ი-ს" საქველმოქმედო ორგანიზაციის სტა­ტუსი მი­ე­ნი­ჭა.

გაეროს ბავშვთა ფონდ „იუნისეფთან", ­არასამთავრობო და სხვა საერთაშ. ორგანიზაციებთან ერთად, 2004-იდან სა­ქარ­თვე­ლოში ხორციელდება რეფორმები ბავშვ­ზე ზრუნვის სფე­რო­ში, რაც გულისხმობს ბავშვთა სააღმზრდე­ლო ინსტიტუციებიდან მათ ბიო­ლოგიურ ოჯახებში დაბრუნებას, დღის ცენტრებისა და ბავშვზე ზრუნვის სხვა სერვისების განვითარებას. ფონდი სო­ც. მუშაკებთან ერთად შეუდგა კონ­კრე­ტუ­ლი ბავშვებისა და ოჯახების დახმარების პროექტების გან­ხორციელებას. ძი­რითადი ყურ ად­ღება გამახვილდა სო­ცი­ა­ლურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზე, მათ უზრუნველყოფაზე საცხოვრებელი პირობებით, საჭირო ნივთებითა თუ საკვებით.

ფონდმა თავისი წვლი­ლი შეიტანა საზღვარ­გარეთ ქართ. კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის პრობლემების წარმოჩენაში. 2008 წ. აგვისტოს ომის შემდგომ ფონდის საქველმოქმედო აქციის მხარდასაჭერად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩამოვიდნენ საოპერო ვარსკვლავები: რ. ვარგასი, ლ. დინტინო, ხ. გომეს მარტინესი და ო. რომანკო-პრიმავერა. საღამოს ბე­ნეფიციარები აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ოჯახები და ბავშვები გახდ­ნენ, მათგან 7 წლის დ. რაზმაძე „ი-ს" შვილობილი გახდა. 2008–14 ყოველთვი­ური დახმარება ერიცხებოდა აგ­ვისტოს ომში დაობლებულ 133 ბავშვს. საქველმოქმედო აქციებში ცნობილ ქართველ არტისტებთან ერთად სხვადა­სხვა დროს მონა­წილეობდნენ: მ. კაბალიე, პ. დომინგო, დ. ზაჯიკი, მ. კრაიდერი, ფ. ფურლანეტო, დ. ხვოროსტოვსკი, რ. ვარგასი, რ. ბრუზონი, მ. ალვარესი, მ. ბერტი, ე. კისინი, დ. ვიშნევა და სხვ. ფონდმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გასწია 6,1 მლნ. ლარის ქველმოქმედება და 7000-ზე მეტ ბავშვს დაეხმარა, შეიძინა 114 საცხოვრებელი სახლი სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახებისთვის. ნიჭიერ სტუდენტთა და მოსწავლეთა დახმარებისა და წახალისების პროექტის ფარგლებში დახმარება გაუწია სხვა­და­სხვა უმაღლესი სასწავლებლის 850-ზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს.

გ. ახალაია