იმერლიშვილი უშანგი მიხეილის ძე

უ. იმერლიშვილი

იმერლიშვილი უშანგი მიხეილის ძე (დ. 11. VI. 1943, თბილისი), მხატვარი. სა­ქარ­თვე­ლოს დამს. მხატვარი (1985), შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. პრემიისა (1995) და მ. აბაშიძის პრემიის ლაურეატი (1996).

დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემია (1970). 1970–72 მუ­შა­ობ­და მესხეთის თეატრის მთ. მხატვრად. 1974 რუსთაველის თეატრში გააფორმა პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი" (მ. შველიძესთან ერთად).

1979–93 ი. მუს. თეატრის მთ. მხატვარი იყო, სადაც გააფორმა სპექტაკლები: კ. გოგია­შვილისა და მ. ჩირინა­შვი­ლის „ძველი თბილისის სურათები", გ. ნახუცრი­­ შვი­ლის „ნაცარქექია" და სხვ.; კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრში – ფ. დიურენმატის „მილიონერის ვიზიტი", ლ. გოთუას „გმირთა ვარამი", კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია".

1979 პოლონეთის ქ. ლოძის მუს. თეატრში გააფორმა ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე" (რეჟ. გ. მელივა), რ-იც წლის საუკეთესო სპექტაკლად იქნა მიჩნეული.

1984-იდან თბილ. ზ. ფალია­შვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარია. გააფორმა სპექტაკლები: ს. პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარული", ჯ. ვერდის „დონ კარლოსი", აგრეთვე „საბალეტო ნოველები" (რეჟ. გ. მელივა, ბალეტმაისტერი გ. ალექსიძე), რ-იც ევრ. რამ­დე­ნიმე ქვეყანაში იყო წარმოდგენილი.