იმერული მუხა

იმერული მუხა

იმერული მუხა (Quercus robur subsp. imeretina), ზაფ­ხულ­მწვანე ხე წიფლისებრთა ოჯახისა, საქართველოს ენდემი. სიმაღლე 30 მ აღწევს. აქვს მოკლეყუნ­წიანი ფოთლები და გრძელყუნწიანი, ვიწრო ცილინდრული ნაყო­ფი. გავრცელებულია კოლხეთ­ში.

სხვა ფართოფოთლოვან ხეებთან (ჰართვისის მუხა, ძელქვა, ლაფანი, მურყანი, იფანი, რცხილა) ერთად დაბლობებსა და მთისწინეთის ტერასებზე ­ზ. დ. 300 მ-მდე ­ქმნის შერეულფოთლოვან ტყეებს, ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული ჯიშია. ძლი­ე­რი ფესვები აქვს და ამიტომ ქარგამძლეა. იზრდება ღრმა თიხიან და წითელმიწა გაეწრებულ ნიადაგებ­ზე.

ი. მ-ის მასივები უფრო მეტად შემონახულია ქუთაისის მიდა­მო­ებსა და ბაღდათის მუნიციპალი­ტეტში; ძელქვასთან ერთად იგი და­ცუ­ლია აჯამეთის ნაკრძალში. დეკორ. მცენარედ აშენებენ ბოტან. ბაღებში.

შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში".

მ. სახოკია