იმერული ხეჭრელი

იმერული ხეჭრელი

იმერული ხეჭრელი (Rhamnus imeretina), კოლხური რელიქტური მცენარე ხეჭრელისებრთა ოჯახისა. 1,5–4 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. ფოთლის ქვედა მხა­რე მონაცრისფრო ხავერდისებრია, ზედა კი – მუქი მწვანე და თითქმის შიშველი. ზარისებრი ყვავილები ფოთლის იღლიაში შეკრებილია კონებად. ნაყოფი მომრგვალო შავი კურკიანაა.

გავრცელებულია დას., აღმ. (ცხინვალის რეგიონი, ზემო ქართლი) და სამხრ. სა­ქარ­თვე­ლო­ში (მესხეთი), ტაო-კლარჯეთში (ახლანდ. თურქეთის ტერიტორია). იზრდება ქვეტყედ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებსა და ტყისპირებზე მთის შუა სარტყლიდან ­ზ. დ. 2000 მ-მდე. დეკორ. მცენარეა.

მ. სახოკია