იმნაიშვილი გრიგოლ მოსეს ძე (3. XII. 1912, ტყვარჩელი, – 14. X. 1997, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995).
დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1937). 1946-იდან მუშა ობდა ენათმეცნ. ინ-ტში (1995იდან) წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად.
იკვლევდა ქართ. სალიტ. ენასა და მის დიალექტებს, რ-ებსაც მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევები: „ქართული ენის კახური დიალექტი" (1956, ა. მარტიროსოვის თანაავტორობით); „ქართული ენის ინგილოური დიალექტის თავისებურებანი" (1966); „ქართლური დიალექტი" (1974; გამოკვლევა და ტექსტები, I); „ქართული ენის გურული დიალექტი" (2005). მოამზადა და გამოსცა „ქართული დიალექტოლოგიის ბიბლიოგრაფია" (1969).