ინანიშვილი გივი ვახტანგის ძე

ინანიშვილი გივი ვახტანგის ძე (დ. 7. VI. 1937, თბილისი), მეტალურგი, ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998).

1960 დაამთავრა სპი. საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლევის ცენტრის ­განყ-ბის გამგე (1987იდან). სა­ქართვ. ტექ. უნ-ტის პედაგოგი (1993-იდან). სა­ქართვ. იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მეცნიერ-კონსულტანტი (1994-იდან). სსიპ ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნე­ობის ინ-ტის პროფესორი (2013-იდან). საერთაშ. სიმპოზიუმებისა და კონგრესების მონაწილე, 40-მდე სამეცნ. ნაშრო­მის ავტორი.

მისი შრომები ძირითადად მეტალურგიის ისტორიის სა­კი­თხებს ეხება. იკვლევს სამთო-მეტალურგიულ წარმოებასთან და ლითონდამუშავებასთან დაკავშირებულ არ­ქეოლ. ძეგლებს, მათ გენეზისსა და ად­გილს მსოფლიო ცივილიზაციაში.

თხზ.: ძვ. წ. VII–VI სს. ­კოლხე­თის ლითონის ზოგიერთი ნივთის ტექ­ნოლოგიური კვლე­ვის შედეგები, «კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები», II, თბ., 1985; კოლხეთის რკინის მეტალურგიის შესწავლის ისტორიისათვის, წგ.: გურია, I, თბ., 1996; ქართული მეტალურგიის სათავეებთან, თბ., 2015; Электронномикроскопическое исследование структуры археологического железа, «Известия АН СССР». Металлы, 1976, №1; Исследование древних шлаков железного производства на территории Грузии, წგ.: История науки, Тб., 1984; Юго-Восточная Европа в эпоху раннего металла, Тб., 1987; Metallurgische Verfahren und Kenntnisse im alten Georgien. Georgien– Schätze aus dem Land des Goldenen Vlieses, Bochum, 2001; About the History of Iron Production in Georgia, «METALL», 2007, N14, 1/2, Bochum.

ბ. ჯორბენაძე