ინასარიძე გიორგი ზაქარიას ძე [25. X(7.XI). 1907, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 11. VI. 1992, თბილისი], ფთიზიატრ-უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1942), პროფესორი (1947), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966).
1930 დაამთავრა თსსი. II მსოფლიო ომის დროს (1939–45) მოქმედ არმიაში იყო საველე მოძრავი ჰოსპიტლისა და 46-ე არმიის მთ. ქირურგი.
1949 მისი ინიციატივით თბილ. ტუბერკულოზის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში დაარსდა უროლოგიის გან-ყბა, რ-საც 1992-მდე თვითონვე განაგებდა. 1955–59 იყო ამ ინ-ტის დირექტორი.
ი-მ ანატომიურად, ექსპერიმენტულად და კლინიკურად შეისწავლა შარდ-სასქესო ორგანოების ვენური სისტემა, მამაკაცის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხები, საშარდე ორგანოების კანდიდამიკოზი, დაამუშავა სანაღვლე გზების ოპერაციის ორიგინ. მეთოდი და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები.
თხზ.: Библиографический указатель отечественной урологии и смежных областей за 100 лет (1855–1955), т. 1–5, Тб., 1959–72.