ინაური ალექსი ნიკოლოზის ძე

 

ა. ინაური

ინაური ალექსი ნიკოლოზის ძე [29. IV (12. V). 1908, გორი, – 28. VI. 1993, თბილისი], საბჭოთა გენერალ-პოლკოვნიკი (1967), საბჭოთა კავ­ში­რის გმირი (1985).

1931 დაამთავრა წითელ მეთაურთა ჩრდ. კავკასიის მთიელ ეროვნებათა საკავალერიო სკოლა, 1948 – გენ. შტაბის აკადემია. II მსოფლიო ომის მონაწილე. 1942–43 იყო სამხრ.დას. და სამხრ. ფრონტებზე მოქმედი 34-ე დივიზიის მეთაური, შემდეგ მეთაურობდა I საკავალერიო დივიზიას. ომის დროს მონაწილეობდა მთელ რიგ თავდაცვითსა და შეტევით ოპერაციებში.

1944 მიიღო გენ.-მ-ის, ხოლო 1953 – გენ.-ლ-ის წოდება. 1949–53 იყო გერმანიაში საბჭოთა ჯა­რე­ბის ჯგუფის მექანიზებული დივიზიის მეთაური, 1953-იდან – საქ. კომპარტიის ცკ-ის და მისი ბიუროს წევრი, 1953–54 – საქ. სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი, 1954–88 – საქ. სსრ სა­ხელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რე.

დაჯილდოებულია უმაღლესი სა­ხელმწ. და საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

ნ. კალაძე