ინგოროყვა გიორგი ილიას ძე

ინგოროყვა გიორგი ილიას ძე (დ. 8. XII. 1950, ხაშური), ნეიროქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი (2002).

1973 დაამთავრა თსსი. 1994–99 იყო ამავე ინ-ტის ნეიროქირურგიის კურსის ხელმძღვანელი, 1999–2007 – აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალუ­რი რესპ. საავადმყოფოს ნეიროქირურგიის ცენტრის დირექტორი, 2004-იდან – თსსი-ის ნეიროქირურგიის კა­თედ­რის გამგე, 2007–09 – თბილ. I საავადმყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიის ცენტრის დირექტორი; 2009-იდან – შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის" გენ. დირექტორი.

ი. მრა­ვა­ლი სამეცნ. შრომის ავტორია, რ-ებიც ეხება ნეირო­ქი­რურგიის აქტუალურ პრობლემებს. არის სა­ქართვ. ნეირო­ქი­რურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ამერიკის, ევროპის ასო­ციაციის წევრი.

მიღე­ბული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (2012).