იორი

იორი

იორი, მდინარე ­აღმოსავლეთ საქარ­თვე­ლო­ში, თიანეთის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დე­დო­ფლისწყა­როს მუნიციპალიტეტებში. სა­თავეს იღებს კა­ხე­თის ქედის ჩრდ-ით, მწვ. დიდ ბორბალოსთან, ზ. დ. 2800 მ-ზე. აზერბაიჯანის გავლით ერთვის მინგეჩევირის წყალ­საცავს.

სიგრძე 320 კმ, ­აუზის ფართ. 4650 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მიწისქვეშა წყალზე მოდის ჩამონადენის 38,7%, წვიმაზე – 33,3%, თოვლზე – 28,0%. წყალდიდობა იცის მარტ–ივლისში, წყალ­მოვარდნები – ზაფხულ-შე­მოდგო­მაზე, მდგრადი წყალმცირობა – ზამთარში. გაზაფხულზე მოდის წლ. ჩამონა­დენის 43%, ზაფხულში – 30%, შე­მო­დგო­მაზე – 16%, ზამთარში –11%. წლ. ჩამონადენია თბილისის წყალ­საცავი („თბილისის ზღვა“).

მდინარეზე აგებულია რამ­დე­ნი­მე სარწყავი სისტემა, რთაგან მთავარია სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრ. არხები.

ი. აფხაზავა