იოსები

იოსები (ჯ ა ნ დ ი ე რ ი ­შ ვ ი ­ლი), (გ. 1770), აღმოსავლეთ სა­ქართველოს კა­თოლიკოს-პატრიარქი 1755– 64. თავდაპირველად რუსთა­ვის ეპისკოპოსი იყო. 1755 საეკლ. კრებამ ანტონ I გადააყენა და კათოლიკოსად ი. დაადგინა. მისი ინიციატივით 1762 ჩატარდა საეკლ. კრება, სადაც შემუშავდა დადგენილება, რ-ის მიხედვითაც აღიკვეთა მღვდელმსახურების წესების დარღვევა. 1764, კათოლიკოსის ტახტზე ანტონ I-ის აღდგენასთან დაკავშირებით, ი. ­კვლავ რუსთავის ეპისკოპოსად განამწესეს. მალე იგი შეუერთდა ანტონ I-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკს, რის გამოც სოფ. მეტეხში გადაასახლეს.

ი. განკურნების ღვთითმიმადლე­ბული ნიჭით იყო დაჯილდოებული. სა­ქართვ. სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდა­ნად. ხსენების დღეა 17 (30) ოქტომბერი.

წყა­რო: დავით ­ბატონი­შვილი, ახალი ისტორია. – ბაგრატ  ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომო­ურის გამოც., თბ., 1941.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

თ. მარგველა­შვი­ლი