იოსებიძე ჯუმბერ ­სოლომონის ძე

ჯ. იოსებიძე

იოსებიძე ჯუმბერ ­სოლომონის ძე (დ.19.I. 1938, გორი), ინჟი­ნერ-მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1990). საქარ­თვე­ლოსა და საერთაშ. საინჟინრო და ეკოლოგიურ მეცნ. აკადე­მიების ნამდვ. წევრი (1961). დაამთავრა სპი-ის მექანიკა-მანქანათმშენებლო­ბის ფაკ-ტი ში­გაწვის ძრა­ვების სპეციალობით. სხვადა­სხვა დროს იყო ამავე ინ-ტის ავტომობილებისა და ტრაქტორების შიგაწვის ძრავებისა და საწვავსაცხი მასალების კა­თედ­რის გამგე, 2013-იდან ხელმძღვანე­ლობს ­საავტ. ტრანსპორტის დეპარტამენტს.

ი-მ შექმნა სამეცნ. სკოლა მობილური მანქანების ხანგამძლეობისა და ეკოლოგიურობის გაუმჯობესების დარგში ნანოდისპერსიულნახშირბადიანი სუსპენზიური ზეთების გამოყენებით. ტრიბოლოგიაში ე. ქუთელიასთან ერთად მის მიერ აღმოჩენილი ახ. მოვლენა მსოფლიოში ცნობილია იოსებიძე–ქუთელიას ეფექტის სახელწოდებით. მონოგრაფიისათვის „ავტომობილების ხანგამძლეობის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის ზეთების დამუშავებითა და გამოყენებით" 2004 მი­ე­ნი­ჭა საქართვ. სა­ხელმწ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000) და მედლით „2004 წლის ინჟინერი". გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნა­შრო­მი, მონოგრაფია, სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო; მიღებული აქვს საავტორო მოწმობები გამოგონებაზე.

თხზ.: Энергосберегающие автомобильные трансмиссионные масла на основе высокодисперсного углерода, Тб., 1993; Повышение долговечности, экономичности и экологичности автомобилей разработкой и применением масел нового поколения, Тб., 2000 (თანაავტ.).

ლიტ.: Innovative methods for improvement of technical, economic and ecological efficiency of Motor Cars (ჯ. იოსებიძის რჩეულ შრომათა კრებული, მიძღვნილი მისი 75-ე წლისთავისადმი), N. Y., 2015.

შ. ნემსაძე