იონა, ქართლის ეპისკოპოსი დაახლ. V ს. 20-იან წლებში.
„მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, მისი ეპისკოპოსობის დროს „დაეცა ქვემოჲ ეკლესიაჲ. და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო".
ი-ს ეპისკოპოსობა არჩილ I-ის მეფობის პერიოდს უკავშირდება.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.