ირაგა

ირაგა

ირაგა (Anthemis), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთ­წლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქბალახებია. 150-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდ. აფრიკაში, კავკასიაში 50-მდე სახეობა იზრდება, სა­ქარ­თვე­ლოში – 19, აქედან 7 სა­ქარ­თვე­ლოს ენდემია – ქართული ი. (A. iberica), ზიგიური ი. (A. zyghia), ემილიას ი. (A. emiliae), მსხვილენიანი ი. (A. macroglossa), საგურამოს ი. (A. saguramica), შავი ­ზღვის ი. (A. maris-nigri), შიშკინის ი. (A. schischkiniana).

სახეობათა უმრავლესობა გავრცელებულია სუბ­ალ­პური და ალპური სარტყლის კლდეებსა და ნაზვავებზე, ნაწილი – ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, ველებზე, ტყისპირებზე, რუდერალურ ადგილებზე. ზოგი სახეობა ნათესების სარეველაა, ზოგი – დეკორატიული.

გ. ნახუცრი­შვი­ლი

ლ. ხინთიბიძე