ირანული ბაზი

ირანული ბაზი

­ირანული ბაზი (Bombus persicus Radoszkowski, 1881), სა­ზო­გა­დო­ებრივი მწერი სიფრიფანაფრთიანების (Hymenoptera) რიგისა, ფუტკრების (apidae) ოჯახისა. მკერდი და მუცელი მორიგობით თეთრი და შავი ბუსუსებისაგან შემდგარი განივი ზო­ლებითაა დაფარული. თავი, ულვაშები და მუცელი შავია. გადაშენების გზა­ზე მდგომი სახეობა. გავე­ლიანებული მთის მდელოების ყვავილოვან მცენარეთა დამამტვერიანებელია. ი. ბ. ერთ-ერთი უძველესი, მთებში გავრცელებულ ბაზთა ჯგუფის წარმომადგენელია. სახეობა კავკასიის სუბენდემს წარმოადგენს, მაგრამ იშვიათად გვხვდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბინადრობს აღმ. და დას., ასევე სამხრ. რეგიონებში. გავრცელებულია დიდ და ­მცი­რე კავკასიონზე, დაღესტანში, სომხე­თის მთიანეთში, ჩრდ.-აღმ. თურ­ქეთში, ჩრდ.დას. ირანში, გვხვდე­ბა სუბ­ალ­პურ მდელოებზე ზ. დ. 2000–2500 მ სიმაღლეზე. იზამთრებენ იმაგოები. მაისის თვეში თავდაპირველად მდედრები ვრცელ­დებიან. მდედრი და მამრი ინდივიდები ფრენენ აგვისტოს ბოლომდე. უმთავრესად იკვებებიან მრავალ­ყვა­ვილოვანი მცენარეების ყვავილის მტვრითა და ნექტრით, თუმცა უპირატესად რთულ­ყვა­ვილოვნებს (Compositae) ეტანებიან, რ-თაც ამტვრიანებენ. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში".

ი. სხირტლაძე