ირემახოჭო

ირემახოჭო

ირემახოჭო (Lucanus cervus Linnaeus, 1758), მწერი ხეშეშფრთიანების რიგისა (Coleoptera), რქოვანების (Lucanidae) ოჯახისა. სიგრძე 25–75 მმ, თათები ხუთნაწევრიანია. მამრს აქვს დიდი ზომის ზედა ყბები (მანდიბულები), რ-ებიც ირმის რქებს ჰგავს. მდედრის სხეულის ფრთების ზედა ნაწილი მურა-შავია.

გავრცელებულია დას. ხმელთაშუა­ზღვისპირეთში, ­ევროპის ფართოფოთლოვან ტყეებში, ტყე-ველისა და ველის ზონაში, გვხვდე­ბა ჩრდ. აფრიკაშიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში გავრცელებულია შე­და­რე­ბით მცირე ზომის იბერიული ი. (L. c. ibericus), რ-იც ბინადრობს ფოთლოვან, განსაკუთრებით მუხის ტყეებში დას., აღმ. და სამხრ. სა­ქარ­თველო­ში. ხოჭოს მატლები იზრდებიან (5–6 წელი) მუხის, იფნისა და ­მსხლის მკვდარ ფესვებში. ხოჭოები გამოდიან მაისში, ფრენენ და­­ ბინდებისას (განსაკუთრებით მამ­­რები). კვერცხების დადების შემ­დეგ მათი ძირითადი ნაწილი იღუპება, ერთეულები აღწევენ ნოემბრამდე. იკვებებიან დაზიანებული ხეების წვენით.

ი. სხირტლაძე