ირემასოკო

ირემასოკო

ირემასოკო (Sarcodon imbricatus), ქუდიანი საჭმელი სოკო ზღარბა­სოკოების ოჯახისა. ქუდის დი­ამეტრია 5–20 სმ, მოყა­ვისფრო-ხორცისფერია, შუაში ჩაღრმა­ვებული. მისი ზედაპირი დაფარულია სქელი, დიდი, კონცენტრულად გა­წყობილი მუქი ყავისფერი ქერცლით. ქვედა მხა­რეს აქვს ფე­ხისკენ წაწვეტებული თეთრი ეკლები, რ-ებიც სოკოს მომწიფებისას უკვე მოყავისფროა. ფეხი მშრალია, მისი სიგრძე – 2–8 სმ, ფორმა ცილინდრული აქვს, მოთეთრო-მოყავისფრო, ძირში – გა­მსხვილებული. რბილობი მკვრივია, თეთრი, სპეციფიური სუნით, ოდნავ მომწარო.

სა­ქართველოში იზრდება აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, ნაძვნარში, ფიჭვნარსა და შერეულ ტყეებში ზაფხულსა და შე­მო­დგო­მაზე. საკვებად ვარგისია ნედლი.

ი. ნახუცრი­შვი­ლი

ა. ჯორჯაძე