ირმის ნახტომი

ირმის ნახტომი
ირმის ნახტომი

ირმის ნახტომი, ცის თაღზე გადაჭიმული მოთეთრო ნისლისმაგვარი, სუსტად მნათი ზოლი. შედგება ჩვენს გალაქტიკაში (იხ. სტ. ასტრონომია) შემავალი აურაც­ხელი ვარს­კვლავისაგან, რ-ებიც დიდი სიშორის გამო ერთმანეთთან ძლიერ ახლოს მოჩანს.

ი. ნ-ის ზოლის შუა ხაზი გალაქტიკის სიბრ­ტყეშია, მასთან უშუალო სი­ახლოვესაა ჩვენი გალაქტიკის შემადგენელ ვარს­კვლავთა უმრავ­ლესობა.

ი. ნ-ის სინონიმებია ქართ. სახელწოდებანი: „დათვისფეხა", „დევის ნამუხლარი", „იერუსალიმის გზა", „ცისიკანკლედი", „ხარის ნა­ვა­ლი".