ირმისტუჩა

ირმისტუჩა

ირმისტუჩა (Hydnum repandum), სა­ჭმელი სოკო ­ზღარბასოკოე­ბის ოჯახისა. აქვს კარგად განვითარებული ქუდი და ფეხი. ქუდის დიამეტრი 12 სმ აღწევს, თავდაპირველად არის ამობურცული, შემდეგ შუაში ჩაჭყლეტილი, ხავერდოვანი, მოყვითალო, თეთრი ან მოვარდისფრო ხორცისფერი ოქროსფრამდე. ქვედა მხა­რეს ფეხისკენ მიმართული მყიფე, ვარდისფერი ეკლები აქვს. ფეხი ცილინდრულია, მოკლე (3–5 სმ), ექსცენტრული, თეთრი ან მოყვითალო, ძირში – ღია ჟანგისფერი.

სა­ქართველოში იზრდება ზაფხულიდან პირველ ყინვებამდე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში. უყვარს ხავსიანი ადგილები, კირქვიანი ნიადაგები. საჭმელად ვარგისია ნედლი.

ი. ნახუცრი­შვი­ლი

ა. ჯორჯაძე