ირმისმხალა

ირმისმხალა

ირმისმხალა (Serratula), მრა­ვალ­­ წლოვან ბალახოვან ­მცენარეთა გვა­რი რთულყვავილოვანთა ოჯახი­სა. აქვს მარტოული ან სა­ერთო ფარისებრ, იშვიათად, ­საგვე­ლა ყვავილედებად თავმოყრი­ლი მრავალყვავილიანი კალათა ყვა­ვილედები. 70-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდ. აფრიკაში, შუა აზიასა და კავკასიაში.

სა­ქართვე­ლო­ში გვხვდე­ბა 4 სახეობა. იზრდება მშრალ ფერდობებზე, ტყეებსა და ტყისპირებზე მთის ზედა სარტყლამდე. ი-ს ზოგი სახეობა საღებავი და თაფლოვანი მცენარეა.