ირმის მღიერი

ირმის მღიერი

ირმის მღიერი, ირმის ხავსი, იაგელი (Cladonia rangiferina) ბუჩქისებრი ლიქენები კლადონიას გვარისა. გავრცელებულია დიდ ფართობებზე ტუნდრისა და ტყის ზონებში. ჩრდილოეთის ირმის საუკეთესო საკვებია ზამთარში.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი ფართოდაა გავრცელებული. ჩვენთან გვხვდება ასევე ალპური ი. მ. (C. alpestris) და ტყის ი. მ. (C. sylvatica). ირმის ხავსი ი. მ-ის უმართებულო, თუმცა საკმაოდ გავრცელებული სახელწოდებაა.