ისელიძე ვლადიმერ ლევანის ძე (დ. 25. I. 1948, თბილისი), სპორტსმენი. წყალბურთელი, მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1981). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1974). საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1970). საქართვ. დამს. მწვრთნელი (2014).
დაამთავრა სპი (1972) და სსრკ შსს აკადემია (1986, მოსკოვი).
სპორტული კარიერა დაიწყო 1961. თამაშობდა „თბილისის დინამოში" (1965–81; გუნდის კაპიტანი). იყო სსრკ ნაკრების წევრი (1967–80); სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966); საქართვ. ნაკრების შემადგენლობაში სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის (1979), მეორე და IV სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1967); ორივე სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი. სსრკ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში (1967, გერმანია; 1968, კუბა) „ოლიმპიური თამაშების იმედის" ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიო სტუდენტური თამაშების (უნივერსიადა) ორგზის გამარჯვებული (1970, 1973) და საუკეთესო ბომბარდირი (1973). მრავალი საერთაშ. ტურნირის (მ. შ. „ახალზელანდიური თამაშების" 1975, კრაისჩერჩი) გამარჯვებული. სპორტსაზოგადოება „დინამოს" საბჭოს ხელმძღვანელი (1990–94). 2009-იდან საქართვ. წყალბურთელთა ნაკრები გუნდის მთ. მწვრთნელი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).