ისლი (Carex), მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. მრავალრი და ცივი ჰავის ზონებში. საქართველოში 90-მდე სახეობა გვხვდება. ხარობს თითქმის ყველანაირი ტიპის ადგილსამყოფელში – ტყის ზონაში, უდაბნოში, ტუნდრასა და ალპურ მდელოებზე. განსაკუთრებით ხშირია ყველა ზონის ტენიან და ჭაობიან ადგილებში. იყენებენ სასილოსედ და თივად, ზოგ სახეობას – ჭილობის, ჩანთებისა და ქუდების მოსაქსოვად, იშვიათად გრეხენ თოკსაც. ი-გან მზადდება ქაღალდი და სხვ.
კ. ქიმერიძე