იოსელიანი ავთანდილ პავლეს ძე

იოსელიანი ავთანდილ პავლეს ძე [8(21). XI. 1910, წყალტუბო, – 1991, თბილისი], ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1964), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974). დაამთავრა თსუ (1935). 1937-იდან მუ­შა­ობდა ენიმკი-ში, ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს თსუში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. შემდეგ მუ­შა­ობ­და ისტ. ინ-ტში, II მსოფლიო ომის შემსწავლელ კომისიაში. 1961–65 ხელმძღვანელობდა სა­ქართვ. სა­ხელმწ. მუზეუმის საბჭოთა პერიო­დის განყ-ბას. 1965-იდან მუ­შა­ობ­და უფ­როს მეცნიერ მუშაკად ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტსა და თსუ-ში. იკვლევდა ძვ. კოლხეთის, XVII–XX სს. სა­ქარ­თვე­ლოს სოც.პოლიტ. ისტ., რუსეთ-სა­ქარ­თველოს ურთიერთობის, საზ. აზრისა და ისტ. ქრონოლოგიის საკითხებს.

თხზ.: იესე ბარათა­შვი­ლის ცხოვრება-ანდერძი, თბ., 1950 (მასალები სა­ქართვე­ლოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 28); ილია ჭავჭავაძე და საქარ­თვე­ლოს ისტორიის საკითხები, თბ., 1951; რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან (XIX ს. რეფორმამდელი პერიოდი), თბ., 1955; სა­ქარ­თვე­ლო საბჭოთა კავ­ში­რის დიდ სამამულო ომში (1941– 1945), თბ., 1958; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის პრობლემები და თერგდალეულნი, თბ., 1972; ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან, თბ., 1973; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ქრონიკები XVII–XIX სს., თბ., 1980; ქართული მწიგნობრობის, წიგნისა და სტამბის ისტორიის საკითხები (უძველესი დროიდან XIX ს. 60-იან წლებამდე), თბ., 1990.

ლიტ.: ომგადახდილი მეცნიერები, თბ., 2000.