თელეთი

თელეთი - წმინდა გიორგის ეკლესია

თელეთი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზემო თელეთის, მუხრან-თელეთისა და ქვემო თელეთის გავრცელებული სახელწოდება.

თ. მდებარეობდა ქვემო ქართლში, მდ. ალგეთის ხეობაში, თბილ. მახლობლად, თელეთის ქედის სამხრ. კალთაზე. მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაში" XVI ს. 40-იან წლებში შაჰ-ისმაილის შემოსევისას: „ღელე თელეთისა" და „მთა თელეთისა", სადაც მეფე ლუარსაბ I დახვდა მას ქართველთა ჯარით. თ. მოხსენიებულია აგრეთვე XVII–XVIII სს. ისტ. საბუთებში. მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილიც (XVIII ს.): „კუმისის აღმოსავლით, მტკურისაკენ, არს თელეთები და ეკლესია წმიდისა გიორგისა სასწაულთმოქმედი". ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ ქვემო ქართლის სოფლების სიაში ალგეთის ხეობაში მოხსენიებულია თელეთის 4 სოფელი, ხოლო მისსავე რუკებზე დატანილია ორი თელეთი: ხატის-თელეთი და მუხრან-თელეთი.

XVIII ს-ში თ. ბარათაშვილებს აღარ ეკუთვნოდათ. მისი მებატონე ამილახორი და მუხრანბატონია. სახელი მუხრან-თელეთიც მაშინ ეწოდა. წმ. გიორგის ეკლესია, სადაც დიდი დღეობა „თელეთობა" იმართებოდა, არის XIX ს-ში აგებული სომხ. ეკლესია, რ-იც ძვ. ეკლესიის ადგილზე დგას.

თ. თოდრია