Twitter
Facebook
Whatsapp
თელიანი (1990-მდე – ყ ა რ ა ღ ა ჯ ი), სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: თ., სასირეთი). ზ. დ. 580 მ, კასპიდან 21 კმ, გრაკლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 981 მცხ. (2014).