თელოვნის განძი

თელოვნის განძი - თოხი

თელოვნის განძი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII–XII სს.) არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა შემთხვევით 1910, თელოვნის ხეობაში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი). შეიცავს 4 სეგმენტისებრ იარაღს, თოხს და გაურკვეველი დანიშნულების ნივთის ნატეხს. იქვე აღმოჩნდა კოლხ. ცულის ჩამოსასხმელი ბრინჯაოს ყალიბი.

მასალა დაცულია ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტ.: ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.

ი. გაგოშიძე