თენაძე გიორგი ნოდარის ძე (დ. 24. V. 1962, გორი), სპორტსმენი (ძიუდოისტი), საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი. ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (სეული, 1988). სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩემპიონი (1984). ევრ. ჩემპიონი (გუნდური, 1987), მსოფლიო უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1985), მსოფლიო და ევრ. ჩემპიონატების მესამე პრიზიორი (1989), ევრ. თასის მფლობელი (1987), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 1989–90), მეორე (1985) და ორგზის (1987–88) მესამე პრიზიორი. საქართვ. ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2006).