თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, ბ. იაშვილის სახელობისა, საქართველოში ერთადერთი გადაუდებელი დახმარების სამედიცინო დაწესებულება თერმული დაზიანების მქონე მოზრდილებისა და ბავშვებისათვის. 1970 ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა 30-საწოლიანი კლინიკური განყ-ბა, რ-საც დაევალა რესპ. ცენტრის ფუნქციები. ამ პერიოდიდან ცენტრი ეწევა როგორც პრაქტიკულ, ასევე სამეცნ.-კვლ. და პედ. საქმიანობას. ცენტრის ხელმძღვანელის – ბ. იაშვილის ინიციატივით აშენდა დამწვრობის რესპ. ცენტრი 110 საწოლზე, რ-მაც 1984-იდან დამოუკიდებელი სამედ. დაწესებულების სახით განაგრძო ფუნქციონირება. მას „აღდგენითი მკურნალობის ორთოპედიულ-ქირურგ. საავადმყოფო (დამწვრობის ცენტრით)" ეწოდა, ხოლო 1996-იდან – თ. დ. და ა. პ. ქ. ს.-პ.ც.
ცენტრის საქმიანობა წარმოდგენილი იყო ორი მიმართულებით: 1. თერმული დაზიანების მწვავე შემთხვევის მკურნალობა (დიდი ფართობის ღია დამწვრობითი ჭრილობები, რ-იც საჭიროებს გადაუდებელ ინტენს. და ქირურგ. მკურნალობას დაზიანებული კანის საფარველის აღსადგენად); 2. ადრეულ პერიოდში გადატანილი თერმული ტრავმის შედეგად განვითარებულ ფუნქციურ და კოსმეტოლოგიურ მოშლილობათა აღდგენა ქირურგ. რეკონსტრუქციული პლასტ. ოპერაციებით და სათანადო კონსერვატორული მკურნალობით. 1994-იდან დამყარდა თანამშრომლობა აშშ-ის იმავე პროფილის ცენტრთან, რ-ის შემდეგ შეიქმნა შპს „ესთეტ. პლასტიკის ქირურგიული ცენტრი" (ხელმძღვ. – პ. ჯანაშია). ამჟამად, ფირმა ფუნქციონირებს „იაშვილი-ჯანაშიას" კლინიკის სახელით. 2015-იდან ცენტრი განთავსებულია ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე.