თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დაარსდა 1975 საზოგადოებრივ საწყისებზე, მუზეუმის შინაარსის მქონე პროპაგანდის სახლის (1964–75) ბაზაზე. ამჟამად არის სსიპ თეთრიწყაროს კულტ. ცენტრის შემადგენლობაში. 1982 თ. წ. მ. მ-ის შენობა დაანგრიეს მოედნის გაფართოების მიზნით. ფონდი დროებით დაიხურა. 1989 მუზეუმს გადაეცა ახალი შენობა (ყოფილი „რაიკომის") და დღემდე აქ არის განთავსებული. 2013 წ. 1 იანვრისთვის მუზეუმის ფართობი შეადგენდა 1115 მ² მუდმივი ექსპოზიცია – 811 მ² საცავები – 304 მ². თ. წ. მ. მ-ის არქეოლ. განყ-ბის ფონდში ინახება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლ. მასალა, რ-იც ასახავს პერიოდს ქვის ხანიდან ფეოდ. ეპოქამდე, ასევე სხვადასხვა პერიოდის ეთნოგრ. მასალა. თ. წ. მ. მ-ის ფოტოსურათებზე აღბეჭდილია ფეოდ. ხანის – გუდარეხის (XII ს.), მანგლისის (V–XII სს.), სამშვილდის (V ს.), ფიტარეთის (XIII ს.) – არქიტ. ძეგლები. მუზეუმის ფონდში 10 ათასზე მეტი ექსპონატია. ფონდის შექმნასა და არქეოლ. განყ-ბის სრულყოფაში მუზეუმს დიდი დახმარება გაუწია ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმმა, საქართვ. მეცნ. აკად. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტის არქეოლ. განყოფილებამ და საქართვ. კულტ. ძეგლთა დაცვის სამმართველომ; მუზეუმში მუშაობს სამეცნ. საბჭო. თ. წ. მ. მ-ს მჭიდრო კავშირი აქვს მუნიციპალიტეტში მომუშავე არქეოლოგებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, პედაგოგებთან. ტარდება სხვადასხვა სახის სამეცნ. და თეორ. კონფერენციები ეწყობა გამოფენები.