თეთრშუბლა კუტკალია (Decticus albifrons), მწერი სწორფრთიანების რიგისა. ფართოდაა გავრცელებული სამხრ. ევროპაში, კავკასიაში, შუა აზიაში, წინა აზიაში, ჩრდ. ავღანეთში, ჩრდ. აფრიკაში. საქართველოს დაბლობი და მთისწინა რაიონების ფაუნის ჩვეულებრივი და კარგად შესამჩნევი სახეობაა.
თ. კ. საკმაოდ დიდი ზომისაა (4 სმ-მდე), შეფერილობა – რუხი ან ყავისფერი. ზედა ფრთა მუცელზე გრძელია, დაფარულია მუქი ლაქებით. საქართველოში ყველგან ბინადრობს, როგორც დაბლობში, ისე მთებში 2500 მ-მდე.
თავისი გავრცელების თითქმის მთელ არეალში, მ.შ. საქართველოშიც, ორივე სახეობა ხორბლის, ტექ. და ბოსტნეული კულტურების მავნებელია. იხ. აგრეთვე სტ. კუტკალიისებრნი.
ე. აბაშიძე