თვარაძე ზაზა რევაზის ძე

ზ. თვარაძე

თვარაძე ზაზა რევაზის ძე (18. V. 1957, თბილისი, – 6. XI. 2007, იქვე), მწერალი. 1979 დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლ. ფაკ-ტი. 1980-იდან 2000-მდე იყო ჟურნ. „ბალავერის" ლიტ. რედაქტორი, შემდეგ – რედაქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: „არილსა" და „მკურნალში", ასევე ქართ. ენციკლოპედიის რედაქციაში. იყო მწერალთა გაერთიანება „არილისა" და „პენ-ცენტრის" წევრი. თ-ის ნაწარმოებები იბეჭდებოდა 1993-იდან. გამოცემულია ლექსების კრებულები: „ტან-ცზი სიცივეში" (2003), „Tyrannosaurus Rex" (2005), „პილიგრიმი" (2011); პოემა „მხიარული ლანდები" (2011); მოთხრობების კრებულები: „მოხეტიალე" (1999), „თავგადასავალი" (2008); რომანი „სიტყვები" (2005–11), მოთხრობები და პიესა „ლიცენზონენბურგი“ (2017). ზღაპრისთვის „მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი" მიენიჭა ლიტ. პრემია „გალა" (2009, გარდაცვალების შემდეგ). ნაყოფიერად მუშაობდა მხატვრულ თარგმანში.

მ. თუშიშვილი